შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა - 2017/18 სასწავლო წელი


2017 წლის 21 აგვისტო

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიების პროგრამას და სასტიპენდიო განაცხადების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნები:

• უნივერსიტეტის ხარისხი

• გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი

• ინგლისურის ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის (გერმანული, ფრანგული ან იტალიური ენა) საფუძვლიანი ცოდნა

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი აირჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე.

სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადები უნდა წარადგინონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98