ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები - 2018/2019 სასწავლო წელი


2017 წლის 26 აგვისტო

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/2019 აკადემიური სასწავლო წლისთვის, რომელთაგან 2 სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან 4 გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამებისთვის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო 3 - ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.

ქართველი სტუდენტებისთვის რეკომენდებული სასწავლო მიმართულებებია:

ჩეხურენოვანი პროგრამებისთვის: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია.

ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

სტიპენდიების პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდბსა და შესაბამისი განაცხადის გაკეთების პროცედურების შესახებ მოცემულია ვებ-გვერდზე.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98