ახალი უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს კონკურს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


2016 წლის 25 ოქტომბერი

• სასწავლებლის პროფესორის თანამდებობაზე უვადოთ შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
• სასწავლებლის ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
• კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 28 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო მასალების განხილვა კომისიის მიერ და კონკურსის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება მოხდეს არაუგვიანეს 2016 წლის 16 დეკემბრისა; აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა.
• კონკურსი გამოცხადდეს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ბიზნესის ადმინისტრირება: პროფესორი - 3 საშტატო ერთეული; ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული.

ფსიქოლოგია: ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

სამართალი: ასოცირებული პროფესორი - 5 საშტატო ერთეული (ქართული სამართლის ისტორიის, კონსტიტუციური სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, კერძო სამართლის და სისხლის სამართლის მიმართულება).

• აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა (დადგენილი ფორმის მიხედვით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი (შესაბამის სფეროში) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ზ)ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები.

• საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2016 წლის 9 დეკებრის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, ახალი უმაღლესი სასწავლებლის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ვარკეთილი, მე–3 მასივი, მე–6 კვარტალი, კორპუსი 7ა.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98