დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია თემაზე: "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები".


2018 წლის 16 იანვარი

image6

ახალი უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზებით საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში სასტუმრო „მინერვას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია თემაზე: "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები".

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ- მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები.

ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ დეტალურად ისაუბრა უსდ-ს განახლებულ სტანდარტებზე. გაიმართა დებატები. რექტორის მოხსენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ასევე განათლების სფეროში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.

საბერძნეთში გამართული ტრენინგ-კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98