დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

სამუშაო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში


2018 წლის 19 თებერვალი

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტებით ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით ახალ უმაღლეს სასწავლებელში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ რექტორატისა და ადმინისტრაციის წარმოადგენლებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე უმაღლესი განათლების სივრცესა და საზოგადოებაში უსდ-ის მისიის განსაზღვრისა და მისი როლის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ავტორიზაციის პირველი სტანდარტი, რომელიც ეხება სასწავლებლის მისიას, სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმებს.

მორიგი სამუშაო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში მომდევნო კვირას გაიმართება.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98