დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამის მონაწილეების შესარჩევად.


2018 წლის 19 აპრილი


ევროპული პოლიტიკის პრაქტიკული პროგრამა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების საქმიანობის პრაქტიკულ შესწავლას. წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების გამოცდილების გაზიარებასა და ძირითადი პოლიტიკური ძალების საქმიანობის გაცნობას.

პროგრამაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაიზიარონ ევროპარლამენტში წარმოდგენილი შემდეგი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების გამოცდილება:

• ევროპის სახალხო პარტია

• სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი

• ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი

• ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი

პროგრამა მოიცავს ვიზიტებს შემდეგ ორგანიზაციებში:

• ევროპარლამენტი

• ევროკომისია

• ნატოს სათაო ოფისი

• ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტი

• მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

• ქალაქ ჰააგის მერია

• ქალაქ ამსტერდამის მერია

აუცილებელი წინაპირობებია:

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 22 აპრილს 11:00 საათზე)

• გასაუბრება (22 აპრილს, 14:00 საათზე)

პროგრამის განხორციელების თარიღი და ადგილი - 2018 წლის 1-6 მაისი, ევროპის პოლიტიკური ცენტრი: ბრიუსელი-ჰააგა-ამსტერდამი. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპარლამენტის მიერ აღიარებული მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი. ახალი უმაღლესი სასწავლებლის ინიციატივით, გამოცდისა და გასაურების შედეგად, 2 მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი სრულად დაფინანსდება სასწავლებლის მიერ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595455040

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98