დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

"სანდო თანამგზავრი" - 28 თებერვალს ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაში მონაწილეობა მე-12 კლასელებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ტესტირების მხარდამჭერია ახალი უმაღლესი სასწავლებელი


2018 წლის 20 თებერვალი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საშუალებას აძლევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წელსაც გაიარონ სადიაგნოსტიკო ტესტირება ზოგად უნარებში. ტესტირებები პერიოდულად გაიმართება უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით, აბიტურიენტთათვის მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება.

ტესტირების მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ზოგადი უნარების ტესტის სრული, ახალი ვერსია (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება). აბიტურიენტები ტესტირების შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ.

ტესტირება ჩატარდება 28 თებერვალს ქ. თბილისში მისამართზე: ჭყონდიდელის N26. მონაწილეები ახალი უმაღლესი სასწავლებლის შენობაში 14:30-ზე უნდა გამოცხადნენ.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 თებერვლის 16:00 საათიდან 27 თებერვლის 18:00 საათამდე ვებგვერდზე - www.newuni.edu.ge

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეს ტესტირებისათვის დარეგისტრირება ერთხელ შეეძლება თებერვლისა და მარტის თვეებში. მომდევნო თვეებში აბიტურიენტი კვლავ შეძლებს იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობას. ტესტირების ხელმეორედ გავლისას (მაგ.: აპრილის თვეში) მონაწილე მიიღებს ტესტის სრულიად ახალ ვერსიას.

გთხოვთ, თუ რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადაიფიქრებთ მონაწილეობას, გააუქმეთ რეგისტრაცია, რომ საშუალება მისცეთ სხვა მსურველებს, ჩაერთონ იმიტირებულ გამოცდაში.

თებერვლის თვეში რეგისტრაციის გავლა მხოლოდ 300 აპლიკანტს შეეძლება. ადგილების შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად დაიხურება.

"სანდო თანამგზავრი" პროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. "სანდო თანამგზავრი" ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას "ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად", სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98