დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და შპს „აგის ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


2018 წლის 27 თებერვალი

ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და შპს „აგის ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ განაცხადა, ნიუ უნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გაივლიან პრაქტიკას და დაეუფლებიან ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, გამოიმუშავებენ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე.

ნიუ უნის ყველა კურსდამთავრებული საბაზო ცოდნის მიღების შემდეგ აიმაღლებს კვალიფიკაციას ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში - მარკეტინგში, ფინანსებში, მენეჯმენტში, ადამიანური რესურსებისა და ოპერაციების მართვაში. პრაქტიკის გავლის შემდეგ ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები მოიპოვებენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის ყველა საჭირო ანალიტიკურ უნარს.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98