დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სადიაგნოსტიკო ტესტირება ზოგად უნარებში


2018 წლის 28 თებერვალი

ახალ უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სადიაგნოსტიკო ტესტირება ზოგად უნარებში ჩატარდა. აბიტურიენტების ტესტირებაში მონაწილეობა სრულიად უფასო იყო.

ტესტირების მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, შეემოწმებინათ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში, რომელიც ახალ უმაღლეს სასწავლებელში განთავსდა. ტესტირებისას გამოყენებული იყო ზოგადი უნარების ტესტის სრული ვერსია (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდა). აბიტურიენტებმა ტესტირების შედეგი ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყვეს.

ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილი იყო 1 საათი და 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე დეტალურად ისაუბრებს ხვალ, 1 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98