დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

სამუშაო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში


2018 წლის 31 მარტი

31 მარტს ახალ უმაღლეს სასწავლებელში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ახალი სტანდარტების განხილვასთან დაკავშირებით გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, აგრეთვე სასწავლებლის მიერ მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე დამსწრე საზოგადოებისათვის დეტალურად განიხილავს ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებს. დღევანდელი შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს.

ტრადიციული შეხვედრები ახალ უმაღლეს სასწავლებელში დაგეგმილია ყოველი თვის ბოლო შაბათს 10:00 საათზე.

       ჩვენი პარტნიორები

Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face   Smiley face

Smiley face   Smiley face   Smiley face

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი:
ქ. თბილისი, მე–3–ე მასივი,
მე–6–ე კვარტალი, კორპუსი 7ა

ელ-ფოსტა: info@newuni.edu.ge
ტელ: +995 568 89 99 98